
14 ნოემბერს (2022), ღია კარის დღის ფარგლებში GAU-ში ვუმასპინძლეთ აბიტურიენტების დიდ ნაკადს, რომლებსაც გავუზიარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც აუცილებელია საუნივერსიტეტო სივრცეში: საბაკალავრო პროგრამები, გრანტები, გაცვლითი პროგრამები, დასაქმება და სტუდენტური ცხოვრება.
აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ GAU-ს კამპუსი, შეხვედროდნენ სასურველი სკოლის ლექტორებს და გაეგოთ მეტი საბაკალავრო პროგრამების შესახებ.