ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლაში 2026 წლის 25 ოქტომბერს ორთოპედიული უნარების ვორქშოფი - ORTHO LAB გაიმართა, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება იყო.
ღონისძიების მოწვეულმა სპიკერმა, ტრავმატოლოგიის რეზიდენტმა ლევან ბაჯელიძემ, სტუდენტებს შესავალი ლექცია ჩაუტარა სპორტული ტრავმებისა და ორთოპედიული კლინიკური პრაქტიკის შესახებ.
ლექციის დასრულების შემდეგ ვორქშოფი პრაქტიკული სესიებით გაგრძელდა. სტუდენტებმა ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, სიმულაციური მანეკენების გამოყენებით, სამი მიმართულებით იმუშავეს და შესაბამისი პრაქტიკული უნარები განავითარეს.
ვორქშოფმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოეყენებინათ და უკეთ გაცნობოდნენ ორთოპედიული კლინიკური პრაქტიკის თავისებურებებს.
GAU-ს მედიცინის სკოლის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი აგრძელებს პრაქტიკაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლების მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების შექმნას.