სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში Point-of-Care Ultrasound (POCUS) ტრენინგი გაიმართა

GAU-ში Point-of-Care Ultrasound (POCUS) ტრენინგი გაიმართა

ხუთშაბათი, 05 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრმა Point-of-Care Ultrasound (POCUS) ტრენინგს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის კლინიკურ გარემოში ულტრაბგერითი კვლევის პრაქტიკული გამოყენების გაცნობა და შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარება იყო.

სასწავლო კურსს უძღვებოდა ამერიკის შინაგანი მედიცინის საბჭოს (ABIM) მიერ სერტიფიცირებული ექიმი, მოწვეული პროფესორი გიორგი წერედიანი, რომელსაც 2020 წლიდან POCUS-ის მიმართულებით ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ POCUS-ის გამოყენების ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობას კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული მეთოდი ექიმებს საშუალებას აძლევს, პაციენტის უშუალო გასინჯვის პროცესში გამოიყენონ ულტრაბგერითი კვლევა, რაც ხელს უწყობს კლინიკური მდგომარეობის სწრაფ შეფასებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

ღონისძიებამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობაც შექმნა.

GAU-ს მედიცინის სკოლა აქტიურად უწყობს ხელს სამედიცინო განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების ინტეგრაციას, რაც მომავალი ექიმების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა