სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური

GAU-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური

ხუთშაბათი, 07 ივნისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

2018 წელს GAU ინოვაციური საზაფხულო ბანაკის ორგანიზატორია! „სახეთა თეატრის“ ტრენინგში მონაწილეების შესარჩევი ტური გაიმართა GAU-ში 5 და 7 ივნისს.

GAU სრულად აფინანსებს საგანგებოდ შერჩეული 40 მოსწავლისა და GAU-ს რამდენიმე წარმატებული სტუდენტის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას და უპრეცედენტო ტრენინგში ჩართვას.

წყნეთში 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, იმუშავებენ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ემოციური ინტელექტისა და ბევრი სხვა საჭირო თვისების აღმოჩენასა და განვითარებაზე - ეს ყველაფერი კი აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდება.

დიდი მადლობა ყველას, ვინც პრეზენტაციაზე გვეწვია და შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. ამ პროექტის გაგრძელებას და სხვა საინტერესო აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც ვგეგმავთ.

„სახეთა თეატრის“ ტრენინგს GAU-სთან ერთად ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია - Headvice / ჰედვაისი და ტრენერი, ალექსანდრ ჩერომუხინი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა