სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ნანა მიქაშავიძე - "ემოციური ინტელექტი და პიროვნული განვითარება"

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ნანა მიქაშავიძე - "ემოციური ინტელექტი და პიროვნული განვითარება"

სამშაბათი, 11 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

11 მაისს (2021), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა GAU-ს ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელისა და მოწვეული ლექტორის, Wizard-ის დამფუძნებლი დირექტორის, ნანა მიქაშავიძის საჯარო ლექცია, სახელწოდებით: „ემოციური ინტელექტი და პიროვნული განვითარება“.

თანამედროვე, კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად სამყაროში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანის ფსიქიკური, ემოციური მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი, იმისათვის რომ ვიცხოვროთ სრულფასოვნად, ბედნიერად და მივაღწიოთ წარმატებას. სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტი 21-ე საუკუნის საბაზისო უნარად იქცა.

ლექციის პირდაპირ ეთერში მოსმენის და კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო,  GAU-ს Facebook გვერდზე.

შეხვედრის ფარგლებში პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • რა არის ემოციური ინტელექტი?
  • რა როლი აქვს ემოციურ ინტელექტს წარმატების მიღწევის პროცესში?
  • როგორ შეიძლება განვივითაროთ ემოციური ინტელექტი?
  • როგორ ვმართოთ ემოციები და ავიმაღლოთ ემპათიის განცდა სხვების მიმართ?

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა