სიახლეები და ღონისძიებები

GAU FMGE 2025-ის გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზეა!

GAU FMGE 2025-ის გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზეა!

ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ინდოეთის მედიცინის მეცნიერებათა ეროვნული საგამოცდო საბჭოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა FMGE 2025-ზე უპრეცედენტო შედეგი აჩვენა და გლობალური რეიტინგის სათავეში მოექცა. 100 და მეტი კანდიდატის მქონე სასწავლებლებს შორის, უნივერსიტეტმა ლიდერის პოზიცია საქართველოშიც სტაბილურად შეინარჩუნა.

GAU-ს სტუდენტებმა გამოცდა 53-54%-იანი მაჩვენებლით ჩააბარეს, რაც საგრძნობლად აღემატება როგორც გლობალურ (19–24%), ისე საქართველოს ეროვნულ (27–32%) საშუალო მაჩვენებელს. 

ინდოეთის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, GAU-ს კურსდამთავრებულებმა უკან ჩამოიტოვეს ჩინეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ასობით უნივერსიტეტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა