![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/592/ad1/c28/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ამბავი 2005 წელს იწყება, საქართველოში პირველი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიის დაფუძნებით, რომელიც უკვე ორი ათწლეულია ათასობით სტუდენტისთვის ქმნის თავისუფალ, კონკურენტუნარიან, ამერიკულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო სივრცეს საქართველოში.
წელს GAU-ში, იმ პირველკურსელთა რეკორდულ რაოდენობას ვუმასპინძლეთ, რომელთაც თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი არჩევანი GAU-ზე შეაჩერეს.
საზეიმო მიღების ცერემონიალზე, რომელიც 12 სექტემბერს (2022) გაიმართა, მუსიკისა და სასიამოვნო სურპრიზების ფონზე, პირველკურსელებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა მიმართა, რომელმაც მათ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა დაძლეული გამოწვევებით სავსე 4 წლიან გზაზე.