
ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანო (HEA) აცხადებს საერთაშორისო განათლების სტიპენდიის პროგრამას, რომელიც ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს.
1 წლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.
დანართის სახით იხილეთ სააპლიკაციო მოთხოვნების ამსახველი დოკუმენტაცია
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 26 მარტი, 2021 წელი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://eurireland.ie/