GAU + TBC: სტარტაპ კურსი - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის
ოთხშაბათი, 28 აპრილი, 2021
28 აპრილს (2021) გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა GAU-სა და TBC სტარტაპერის ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც სპეციალურად GAU-ს სტუდენტებისთვის ხორციელდება.
შეხვედრაზე GAU-ს მედია კომუნიკაციების კოორდინატორმა, მარიკა მაღლაკელიძემ და TBC სტარტაპერის წარმომადგენელმა, სოფო კახიძემ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კონკურსის შესახებ და უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს.
კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხება – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch მომზადებამდე. კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება.
იხილეთ Forbes Woman Georgia-ს სტატია პროექტის შესახებ
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის