GAU-ს ვიზიტი გორში

ორშაბათი, 08 თებერვალი, 2016

აჩვენე კალენდარზე

8 თებერვალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) წარმომადგენლები ,,პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში გორის სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ.

მომხსენებლებს შორის იყვნენ: GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, სამართლის,სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე, უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი გია ჩქოფოია. ასევე ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი ლევან გაჩეჩილაძე და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი გიორგი თუთბერიძე.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ GAU-ს ელჩები, რომლებმაც თავიანთი სტუდენტური გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

პრეზენტაციების ბოლოს აბიტურიენტებს მიეცათ საშუალება მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გაიმართება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა