GAU განაგრძობს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შეხვედრა-სემინარების ჩატარებას.
23-24 თებერვალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში ფოთისა და ზუგდიდის სკოლების აბიტურიენტებს შეხვდნენ.
GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ნინო ტორონჯაძემ, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა ზაზა რუხაძემ, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი თუთბერიძემ და GAU-ს სტუდენტებმა სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და კარიერის დაგეგმვის გზებზე ისაუბრეს. მათ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს GAU-ს პროგრამებსა თუ გადახდის ახალ სისტემაზე.
შეხვედრების ბოლოს გათამაშდა GAU-ს სასწავლო ვაუჩერები, რომლებიც იღბლიან აბიტურიენტებს ერგოთ.