ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგელები „საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტის ფარგლებში'' განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.
12 თებერვალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, მიხეილ ჩხენკელი, ასევე, ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტები და GAU-ს ელჩები (სტუდენტები) "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" თემაზე თელავის სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ. მათ აბიტურიენტებს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისთვის სასარგებლო რჩევები მისცეს, გაუზიარეს პირადი გამოცდილება და დაწვრილებით გააცნეს ინფორმაცია GAU-ს პროგრამების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს გათამაშდა GAU-ს სასწავლო ვაუჩერები, რომლებიც ათამდე იღბლიან აბიტურიენტს ერგო. ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გაიმართება. 23-24 თებერვალს GAU-ს წარმომადგენლები ზუგდიდსა და ფოთში მიემგზავრებიან.
განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიული ორინეტაციის განვითარებაზე ლექცია-სემინარები შეხვედრები GAU-ს ინიციატივითა და საქართველოს სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია ჩაერთო, რომელიც ხუთი წელია GAU-ს პარტნიორი ორგანიზაციაა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.