სიახლეები და ღონისძიებები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GAU-ს და საბროკერო აქტივების მმართველ კომპანია ველსის შორის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GAU-ს და საბროკერო აქტივების მმართველ კომპანია ველსის შორის

ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

6 ნოემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა (GAU) და საბროკერო აქტივების მმართველ კომპანია ველსის შორის ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერეს  საბროკერო აქტივების მმართველ კომპანია ველსის დირექტორმა დიმიტრი სუკიასოვმა და ქართულ-ამერკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამიერიდან მჭიდრო თანამშრომლობას განახორციელებენ სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების მიზნით. ეს თანამშრომლობა ორმხრივია და ითვალისწინებს როგორც GAU-ს სტუდენტების ველსში დასაქმებას, ასევე საგანმანათლებლო ტრენინგების გამართვას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა