სიახლეები და ღონისძიებები

GAUსტარტაპეს გრანდიოზული ფინალი

GAUსტარტაპეს გრანდიოზული ფინალი

შაბათი, 26 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

26 დეკემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის პროექტის GAUსტარტაპეს გრანდიოზული ფინალი გაიმართა!

კონკურსის მონაწილეებმა მასტერკლასების გავლის შემდეგ ჟიურის წინაშე წარადგინეს განვითარებული და დახვეწილი ბიზნეს იდეები, პრეზენტაციების სახით.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც დაკომპლექტებული იყო GAU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებით და წარმომადგენლებით, GAUსტარტაპეს გამარჯვებული გახდა თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, სანდრო პაპაშვილი. ალექსანდრეს GAU-სგან საჩუქრად გადაეცა 2000 ლარიანი საპრიზო თანხა ბიზნეს იდეის საწყისი კაპიტალისთვის და ასევე, GAU-ს 1,500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა ”Bikesee” - დემეტრე შონია, თემო სულხანიშვილი, ლუკა შავიშვილი და აპო შერაზადიშვილი თბილისის 162-ე საჯარო სკოლიდან. გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცათ საპრიზო თანხა 500 ლარის ოდენობით და ასევე, GAU-ს 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

მესამე ადგილი მოიპოვა დავით ზედგინიძე სკოლა-პანსიონი კომაროვის მოსწავლემ. დავითს საჩუქრად გადაეცა GAU-ს 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

GAU-ს პარტნიორი კომპანიები, კანტის აკადემია და ჯეოლაბი, პროექტის მიმდინარეობისას აკვირდებოდნენ მოსწავლეებს, ფინალურ ეტაპზე კი თავიანთი რჩეული გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

ჯეოლაბის რჩეული გახდა გუნდი "L.I.G.H.T” - ელენე სტურუა, ჯემალ აბუსერიძე და ლიზა ხარაბაძე გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიიდან. მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ჯეოლაბის კურსი, მათთვის სასურველი მიმართულებით.

კანტის აკადემიის რჩეული გახდა გუნდი "ქართლის დედა" - ანა-მარია ქიტოშვილი და ლილე ლიპარტელიანი რუსთავის 24-ე საჯარო სკოლიდან. გუნდის წევრები კანტის აკადემიის სამთვიანი კურსებით დასაჩუქრდნენ.

GAUსტარტაპე GAU-ს ბიზნესის სკოლის პროექტია მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეებისთვის. კონკურსი მონაწილეებს ეხმარება საკუთარი იდეის დახვეწასა და ბიზნესის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში.

GAUსტარტაპეს მხარდამჭერები იყვნენ ჯეოლაბი და კანტის აკადემია.

წარმარტებებს ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა