სიახლეები და ღონისძიებები

საზაფხულო სკოლა სიას უნივერსიტეტში, ჩინეთი!

საზაფხულო სკოლა სიას უნივერსიტეტში, ჩინეთი!

ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, სიას უნივერსიტეტშიჩინეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კანდიდატს დაუფინანსდება სიას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის; სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის; ინფორმატიკისა და ინჟინერიის და ჰუმანიტარულმეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლების საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხესემესტრის სტუდენტებს
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ჩინური ენის B2 დონეზე ცოდნა

მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

  • უფასო საცხოვრებელს ერთი კვირის განმავლობაში
  • უფასო ტრასფერებს აეროპორტი-უნივერსიტეტი-აეროპორტი
  • შიდა გადაადგილებას
  • შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისფრენის და კვებისხარჯები
  • სურვილის შემთხვევაში მოეწყობა კულტურული მოგზაურობებირომლებიც იქნებათვითდაფინანსებადი

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელიდოკუმენტი უნივერსიტეტისგან

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება/კანდიდატურის შერჩევა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 2026 წლის 25-30 მაისი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Sias University, Summer Camp

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge;  keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა