სიახლეები და ღონისძიებები

Google Developer Student Club GAU - I შეხვედრა

Google Developer Student Club GAU - I შეხვედრა

პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

16 ოქტომბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) გუგლის დეველოპერების კლუბის წარდგენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კლუბის ხელმძღვანელმა, GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტმა, მარიამ ზენაიშვილმა კლუბის წევრებს გააცნო დეველოპერების კლუბის არსებობის მნიშვნელობა და სამომავლო მიზნები. 

კლუბის შეხვედრების პირველი სტუმარი იყო მარიამ დოლიაშვილი, დოქტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში. მარიამმა სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება, ისაუბრა კარიერულ წინსვლაზე და ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც მათ დაეხმარებათ ისეთ გლობალურ კომპანიებში დასაქმებაზე, როგორებიცაა Google, FaceBook,Twitter,Deepmind.

Google Developer Student Club ყოველთვის მზად არის ახალი წევრების მისაღებად. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა