სიახლეები და ღონისძიებები

Health Preneurs: იდეათონი GAU-ში!

Health Preneurs: იდეათონი GAU-ში!

ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ჯეოლაბის პარტნიორობით, 10-16 ნოემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) და კანტის აკადემიის კამპანიის “იმოქმედე ჯანმრთელობისთვის” მეორე ფაზა განხორციელდა.

კამპანია HelthPreneurs  - Act for Health! - “იმოქმედე ჯანმრთელობისთვის” მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, უსაფრთხო ჰიგიენისა და ზოგადი კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტში საქართველოს 10-მდე მუნიციპალიტეტიდან 100-ზე მეტი მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

მონაწილეებმა, ონლაინ სესიების განმავლობაში მიიღეს ცოდნა შემოქმედებითი აზროვნების, იდეების გენერირების, ინოვაციებისა და ანტრეპრენერშიპის შესახებ, რომლის შემდეგაც მონაწილეობა მიიღეს იდეათონში. 6 ნოემბერს გამართულ იდეათონში 13-მა გუნდმა წარმოადგინა ინოვაციური იდეები ჯანსაღი ცხოვრებისა და ჰიგიენის შესახებ, რომელთაგან 3 გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო იდეის განსახორციელებად, ხოლო 2 გუნდი იდეის დაწყებისთვის  საჭირო რესურსებით დააჯილდოვა კანტის აკადემიამ და ჯეოლაბმა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში ჩართული იყო ონლაინ შეხვედრებში მოზარდებთან, იდეების შეფასების ნაწილში და აგრეთვე, ჯეოლაბთან პარტნიორობით უმასპინძლა იდეათონის ღონისძიებას.

პროექტი განხორციელდა USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში COVID-19-ის პრევენციისა და რეაგირების ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა