სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
11 სექტემბერს (2026) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას კურსის ხელმძღვანელები ქეთევან მიქაშავიძე და მარიამ გუჯაბიძე, ასევე GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამების ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელების მრავალმხრივ პროფესიულ განვითარებას და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები ეცნობიან სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების ძირითად მიმართულებებს, მათ შორის მიმღების, დასუფთავების განყოფილებისა და კვებისა და სასმელის სერვისის მართვას.
პროგრამის შექმნაზე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სექტორის ექსპერტებმა იმუშავეს, რაც უზრუნველყოფს მის შესაბამისობას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან.
GAU ულოცავს სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულებას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.