HPMCC-ის რიგით მე-11 გამოცემის რეგიონალური რაუნდი GAU-ში!
პარასკევი, 24 თებერვალი, 2023
ჰელგა პიდერსენის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის (HPMCC) რიგით მე-11 გამოცემის რეგიონალურ რაუნდი GAU-ში!
ელსა საქართველომ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით 24-26 თებერვალს (2023), ჰელგა პიდერსენის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის (HPMCC) რიგით მე-11 გამოცემის რეგიონალურ რაუნდს უმასპინძლა. HPMCC ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი იმიტირებული სასამართლო პროცესია ადამიანის უფლებების სამართალში და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) სიმულაციას.