IRO Staff Week!

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

2026 წლის 16-18 სექტემბერს შვედეთის ჰოვდეს უნივერსიტეტმა IROconnect პროექტის ფარგლებში IRO Staff Week  უმასპინძლა. ღონისძიებამ პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებს მისცა საერთაშორისო ურთიერთობებისა და Erasmus+ პროგრამის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) წარმოადგენდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარა მეჭურჭლიშვილი და კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ანა ჩორგოლაშვილი.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა IROConnect პროექტის სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც პარტნიორებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განიხილეს უკვე განხორციელებული აქტივობები და იმსჯელეს პროექტის შემდგომ ეტაპებზე შესასრულებელ სამუშაოებსა და ძირითად პრიორიტეტებზე. შეხვედრამ ხელი შეუწყო მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციას და პროექტით გათვალისწინებული სამომავლო აქტივობების ეფექტურად განხორციელებას.

პროგრამა ასევე მოიცავდა მასპინძელი უნივერსიტეტის წარდგენასა და ერთობლივ სამუშაო სემინარს, რომელიც Erasmus+ პროგრამისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნობოდნენ  ჰოვდეს უნივერსიტეტსა და მის მიმდებარე რეგიონს.

კვირეულმა მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი  პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა