ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა Erasmus+ ,,შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის“ დაფინანსებული პროექტის “IROconnect” ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს უმასპინძლა.
პროექტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი რეალური საჭიროებებისა და რეალისტურ მიზნებზე დაფუძნებული სტრატეგიული გეგმების განახლება/შემუშავებაა, სხვადასხვა აქტივობებით, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.
სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში, ქაღალდისგან თავისუფალი გარემოს განსავითარებლად, დაინერგება სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტები მათი სტრატეგიული დაგეგმვისა და პროცესების მონიტორინგისთვის, გარდა ამისა პროექტის ბენეფიციარი უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის ჩატარდება ტრენინგები როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ ფორმატით.
სამუშაო შეხვედრების დასასრულს მონაწილეებმა მიმოიხილეს IROconnect-ის სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. (16-17.01.25)