სიახლეები და ღონისძიებები

"ქართული ენით ევროკავშირში, ანუ ქართული ჭკვიანი კორპუსის ამგები მეთოდები, გამოყენებები და მიზნები"

"ქართული ენით ევროკავშირში, ანუ ქართული ჭკვიანი კორპუსის ამგები მეთოდები, გამოყენებები და მიზნები"

ორშაბათი, 07 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

7 ნოემბერს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა სტუ-ს სამეცნიერო ცენტრის მკვლევარების ღია ლექცია თემაზე - "ქართული ენით ევროკავშირში, ანუ ქართული ჭკვიანი კორპუსის ამგები მეთოდები, გამოყენებები და მიზნები."

ლექციაზე პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • რა საფრთხეების წინაშე დგას ქართული ენა და რა მიზნებით მიდის მუშაობა სხვადასხვა ენის ახალი - ტექნოლოგიური ანბანების აგების მიმართულებით;
  • ვართ თუ არა მზად, იმ აუცილებელი ქართული ჭკვიანი და მთარგმნელი ტექნოლოგიების შემუშავებისათვის, რომელთა გარეშე, ვერც 2020 – 2030 წლებისთვის ევროპაში უკვე დაგეგმილ ენობრივი ბარიერებისგან თავისუფალ კულტურულ-ეკონომიკურ სივრცეში ქართული ენით შესვლა მოხერხდება და ვერც ქართული ენის დაცვა ციფრული კვდომის მეტად მაღალი ხარისხის საფრთხისგან.

ასევე, ლექციის ფარგლებში გაკეთდა ცენტრის გრძელვადიანი პროექტის „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“-სა და ორწლიანი ქვე პროექტის - „კიდევ ერთი ნაბიჯი მოსაუბრე ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური კორპუსისაკენ“ უკვე მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.

ლექციას უძღვებოდნენ:

  • კონსტანტინე ფხაკაძე: სტუ-ს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, სტუ-ს პროფესორი;
  • მერაბ ჩიქვინიძე: სტუ-ს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი, სტუ-ს დოქტორანტი;
  • გიორგი ჩიჩუა: სტუ-ს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი, სტუ-ს დოქტორანტი;
  • დავით კურცხალია: სტუ-ს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი, თსუ-ს მაგისტრანტი;
  • შალვა მალიძე: სტუ-ს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დამხმარე მკვლევარი, სტუ-ს დოქტორანტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა