Washington DC, International MUN Conference
USA
10-15 November 2023
“Look before, or you’ll find yourself behind.” Benjamin Franklin
ახლა სწორედ ის დროა, თავისუფალი ქვეყნის მთავარ ქალაქში შენი შესაძლებლობები, შენი პოტენციალი, შენი მისწრაფებები აღმოაჩინო და აქციო ისინი შენს მთავარ სტრატეგიად განვითარების და მასშტაბური მიღწევების გზაზე. ჩვენ შენთვის ვქმნით კიდევ ერთ, უნიკალურ პროექტს, იმისთვის რომ შენი ხედვა აქციო გლობალური გავლენის მექანიზმად, რომელიც გამოწვევებს გარდაქმნის მიღწევებად.
პირველად საქართველოში, GAU ქმნის შესაძლებლობას სტუდენტებისთის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში, გაეროს მოდელირების ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმში. შერჩეული სტუდენტები პარიზისა და ბრიუსელი მოდელირებების შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში ვაშინგტონში, მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქში საერთაშორისო MUN კონფერენციაზე გაემგზავრებიან.
კონფერენცია თავს მოუყრის ასობით სტუდენტს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში.
ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა შეხვდეთ ამერიკელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს, გაიფართოვოთ პროფესიული კავშირები მთელს მსოფლიოში, შეიძინოთ დიპლომატიისა და პოლიტიკის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტი მოიცავს საერთაშორისო კონფერენციას და ასევე ვიზიტებს დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ა.შ.შ-ს ეროვნულ მუზეუმებსა და მონუმენტებში.
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა ლიდერებს, მათ ვისაც გაქვთ ხედვა და მოტივაცია შეცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, მათ ვისაც გაქვთ სათქმელი და ვინც მზად ხართ იკამათოთ, იდისკუსიოთ ახალგაზრდა ლიდერებთან მთელი მსოფლიოდან. ჩვენ გვინდა ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენმა დელეგაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს ვაშინგტონში, საერთაშორისო MUN კონფერენციაზე.
მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 3100$ (გაუს სტუდენტები 2500$).
ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა და სავიზო მომსახურებისა:
- პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
- ცხოვრებას სასტუმროში 5 ღამის/6 დღე განმავლობაში;
- წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
- ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
- აეროპორტის ტრანსფერს;
- ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
- თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;
- თანხა არ ფარავს სავიზო მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურს;
GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლების მიერ, თითოეული სკოლიდან შეირჩევა მხოლოდ 2 სტუდენტი. რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ
ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს. რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT