
პირველი გლობალური MUN Summit 2023-ის ოფიციალური გახსნითი ღონისძიება GAU-ში!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმა GAUMUN-მა კანტის აკადემიასთან და GIMUN-თან პარტნიორობით, ახალგაზრდა ლიდერებისთვის, შექმნა პირველი, გლობალური გაეროს საერთაშორისო მოდელირების სამიტი, სკოლის მოსწავლეებითვის და სტუდენტებისთვის.
სამიტის მონაწილეებს ორგანიზატორებთან ერთად სიტყვით მიმართეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა, დავით ესათიამ.
MUN Summit 2023 შთაგონებულია მრავალფეროვნებით და ერთიანდება ინდივიდებისთვის!
MUN Summit-მა სტარტი 2023 წელს აიღო და ყოველწიურად სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაეროს ღირებულებებზე დაფუძნებულ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას შესთავაზებს როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.