რა? სად? როდის? GAU-ს სტუდენტების საორგანიზაციო ჯგუფის ინიციატივით ტარდება და მოიცავს ერთ შეხვედრას, ჯამში სამ 12 შეკითხვიან რაუნდს .
ჩემპიონატის წესები:
- ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ GAU-ს სტუდენტებს.
 - გუნდში უნდა იყოს 6 მოთმაშე;
 - ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ერთ გუნდში. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია;
 - ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი რეგისტრაციის შემდეგ არ შეიცვლება;
 
ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები:
- ჩემპიონატში დასმული იქნება 36 შეკითხვა (სამი 12 კითხვიანი ტური);
 - ყველა მონაწილე პასუხს გასცემს 36-ვე შეკითხვას. ქულების ათვლა იწყება ნულიდან;
 - გუნდი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველაზე მეტ შეკითხვას, ცხადდება ტურნირის გამარჯვებულად;
 - თუ გამარჯვებულია ორი ან მეტი გუნდი, მათ შორის გაიმართება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 მარტამდე;
ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები
- ჩემპიონატი მოიცავს ერთ შეხვედრას, სადაც დასმული იქნება 36 შეკითხვა (სამი 12 კითხვიანი ტური);
 - ყველა მონაწილე პასუხს გასცემს 36-ვე შეკითხვას. ქულების ათვლა იწყება ნულიდან;
 - გუნდი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველაზე მეტ შეკითხვას, ცხადდება ტურნირის გამარჯვებულად;
 - თუ გამარჯვებულია ორი ან მეტი გუნდი, მათ შორის გაიმართება სუპერფინალი, რომლის პირობებიც გამოცხადდება სუპერფინალის დაწყების წინ.
 
გაეცანით თამაშის წესებს:
თამაშის “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია) წესები:
- ყველა გუნდი თამაშობს ერთდროულად და ერთიდაიმავე დარბაზში. ყველა გუნდი განლაგებულია საკუთარ მაგიდასთან, ხოლო თამაშს უძღვება წამყვანი.
 - გუნდის ამოცანაა – გასცეს სწორი პასუხი წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს. თითოეული სწორი პასუხისათვის გუნდს ერიცხება ერთი ქულა.
 - პასუხები იწერება სპეციალურ ფურცლებზე, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე ურიგდებათ მონაწილე გუნდებს.
 - წამყვანი აცხადებს შეკითხვის ნომერს (მაგალითად, “შეკითხვა #1”, “შეკითხვა #2” და ა.შ.), სვამს შეკითხვას და წარმოთქვამს სიტვას “დრო”. ამის შემდეგ იწყება დროის ათვლა, რომელიც უდრის ზუსტად 1 წუთს.
 - დროის გასრულებამდე 10 წამით ადრე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს ამის შესახებ და მოუწოდებს მათ დაწერონ თავიანთი პასუხები. 1 წუთის გასვლის შემდეგ, წამყვანი ხელმეორედ წარმოთქვამს სიტყვას “დრო” და აძლევს განკარგულებას თავის ასისტენტებს, რომ აიკრიფოს გუნდების პასუხები.
 - ის გუნდი, რომელიც დროის ამოწურვის მომენტიდან 10 წამის განმავლობაში არ ჩააბარებს პასუხს, ჯარიმდება და მოცემულ შეკითხვაზე მას ავტომატურად ეწერება 0 (ნული) სწორი პასუხი.
 - მას შემდეგ, რაც გუნდებმა ჩააბარეს ფურცლები თავიანთი პასუხებით, წამყვანი კითხულობს სწორ პასუხს და გადადის შემდეგ შეკითხვაზე.
 - ტურის შედეგები ცხადება ტურის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, რის შემდეგაც ჯამდება საბოლოო ოქმი.
 
ქულების დარიცხვის წესი:
- ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა;
 - ტურნირის დასრულების შემდეგ, დგება ჩემპიონატის ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით;
 - თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, მაშინ ისინი იყოფენ დაკავებულ ადგილებს და მოპოვებულ პრიზებს;
 - პუნქტი 3) არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როცა პირველ ადგილს იყოფს 2 ან მეტი გუნდი. ამ შემთხვევაში ჩემპიონი ვლინდება სუპერფინალში;
 
პასუხის შეფასების კრიტერიუმები:
- ჩემპიონატზე უკლებლივ ყველა პასუხი გაიცემა წერილობით.
 - პასუხი ითვლება სწორედ, თუ:
 - * თუ პასუხობს შეკითხვის არსს კონკრეტიზაციის მაღალი ხარისხით (კონკრეტიზაციის ხარისხს ადგენს ტურნირის წამყვანი);
 - * პასუხის ფორმა შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
 - პასუხი ითვლება მცდარად, თუ:
 - * თუ გუნდმა გასცა პასუხის ორი ან მეტი ვარიანტი;
 - * პასუხს აკლია კონკრეტიზაცია (პასუხი ძალზე ზოგადია);
 - * პასუხში დაშვებულია ფაქტიური შეცდომები (არასწორადაა მითითებული სახელები და გვარები, თარიღები და სხვ.);
 - * პასუხის ფორმა არ შეესაბამება შეკითხვის ფორმას.
 - წამყვანს აქვს უფლება ჩაუთვალოს გუნდს განსხვავებული პასუხი თუ სამდივნოსთან თათბირის შემდეგ აღმოჩნდება, რომ გუნდის მიერ მოცემული პასუხიც შეესაბამება შეკითხვის მოთხოვნებს (ანუ შეკითხვა დუალურია და გულისხმობს ორ თანაბრად სწორ პასუხს).
 - ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა;
 - წამყვანის, სეკუნდანტების, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.
 
აპელაციის მიღება:
- გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 10 წუთის განმავლობაში შეიტანოს შევსებული აპელაციის ფორმა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში;
 - აპელაციები მიიღება დუალური პასუხის ჩათვლაზე ან კითხვის მოხსნაზე;
 - ტურნირის სააპელაციო ჟიური ღებულობს გადაწყვეტილებებს აპელაციებთან დაკავშირებით. სააპელაციო ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდება ტურნირის დაწყებამდე;