GAU-ს მედიცინის სკოლა პაციენტების უსაფრთხოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს!
30 მაისს, საქართველოში პირველად ჩატარდა პაციენტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მხარდასაჭერი არაფორმალური მიღება GAU-სა და ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ასოცირებული პროფესორი პიტერ მარტელის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროფესორმა მარტელმა, University of Suffolk-დან, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მიღებაზე მოწვეულ ჯანდაცვის სპეციალისტებს აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის დანერგილ HRO (მაღალი საიმედოობის ორგანიზაცია) სისტემაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა მოიცავდა როგორც რელევანტური თემების განხილვასა და დისკუსიას, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, სპეციალური სტუმარი იყო მურატ კუჩუკაია, Joint Commision International (JCI)-ის შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის მმართველი დირექტორი.
GAU-ს კვლევითი გუნდი პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი ნინო ბუცხრიკიძისა
(MD) და ეკა რუხაძის (MD) სახით, სამედიცინო ალიანსი ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის (MAQS)-ის აქტიური წევრები არიან.
პროექტის მიზანი ქართველი ჯანდაცვის პროფესიონალების მხარდაჭერა და კლინიკური ხარისხის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის გაფართოება იყო.