1 მაისს (2023) პიარსკოლის 47-ე ნაკადის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო სტუდენტები, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. ცერემონიის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიჭრა ტორტი.
GAU თბილისის პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!