26 დეკემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში "პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები" სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი ჩატარდა.
მათ დასკვნით ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, მიიღეს საბოლოო შეფასებები ლექტორებისგან და გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატები.