მსოფლიო ძილის საერთაშორისო დღე, ძილის საზოგადოების მიერ შექმნილი საერთაშორისო მოვლენაა, რომლის მიზანიც ძილის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მკვლევარების, ჯანდაცვის მუშაკების, პაციენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების დაკავშირებაა თემის გარშემო.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა კი GAU Dandy Georgia Neurosurgical Club-თან ერთად 2024 წლის ძილის მსოფლიო დღის დელეგატი გახდა.
რის ფარგლებშიც GAU-ში ძილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობები განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობას GAU Dandy Georgia Neurosurgical Club ის წევრები იღებდნენ. (30.03.24)