ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორები Erasmus + KA107 mobility for staff teaching-ის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან. ვიზიტის განმავლობაში ჩვენი პროფესორები მიმღებ უნივერსიტეტებში წაიკითხავენ ლექციებს.
აღნიშნული პროგრამა ასევე, ითვალისწინებს მიმღები უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტს GAU-ში და ლექციების წაკითხვას ჩვენი სტუდენტებისთვის.
ლექტორები, რომლებიც მიმდინარე სემესტრში გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში:
- ნიკოლოზ მაღლაფერიძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
- დინა ასლამაზიშვილი - ბიზნესის სკოლა - ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
- ბესიკი ტაბატაძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
- თამარ ხატელიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა - პიტეშტის უნივერსიტეტი, რუმინეთი;
ამავე, პროგრამის ფარგლებში GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი დაესწრება International staff week-ს, რომელიც გაიმართება პორტუგალიაში, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს