თამარა მეჭურჭლიშვილი EAIE Barometer Advisory Group-ის წევრია!
სამშაბათი, 17 მარტი, 2026
GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი EAIE Barometer Advisory Group-ის წევრია!
EAIE (European Association for International Education) წარმოადგენს საერთაშორისო განათლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ევროპულ ორგანიზაციას, ხოლო EAIE Barometer არის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც იკვლევს საერთაშორისო ტენდენციებს, გამოწვევებსა და განვითარების მიმართულებებს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ მრჩეველთა ჯგუფში, ხოლო თამარა მეჭურჭლიშვილი — პირველი ქართველი, რომელიც Advisory Group-ის წევრად შეირჩა.
მსგავსი პროფესიული მიღწევა ხაზს უსვამს უნივერსიტეტის საერთაშორისო აქტიურობასა და მის მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.