GAU GLOBILIZE-ის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ამ ეგიდით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ბატონ ღასან ხალილს ვუმასპინძლეთ.
13 დეკემბერს (2022), ვიზიტის ფარგლებში, GAU-ს პრეზიდენტის, ბატონი რ. მაიკლ ქაუგილის ჩართულობით განვიხილეთ თანამშრომლობის ფორმატები, რომლის მიზანიც სხვადასხვა ინიციატივის კვალდაკვალ, საქართველოში GAU-ს მიერ ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა იქნება.
ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილი, სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქციულ ლექციას მოიცავდა, თემაზე “Leadership with a Child Rights-Based Approach”.