15 დეკემბერს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია თემაზე: "UX Design for Data Applications".
შეხვედრას უძღვებოდა მარიამ ქობულაძე, რომელმაც ბოლო წლებში 5-ზე მეტი მონაცემთა პორტალის დიზაინზე იმუშავა (მათ შორის Xtraktr, Mashasada.me, სხვა).
შეხვედრაზე განხილული საკითხები:
- რა არის UX (user-experience) დიზაინი?
- რისი გათვალისწინება გჭირდებათ მონაცემებზე ორიენტირებული პორტალების დიზაინის შექმნისას?
- როგორ უნდა შექმნათ მონაცემთა პორტალები ისე, რომ ვიზიტორები მიიზიდოთ და შეინარჩუნოთ?