
Washington DC International Model Conference 2025, თავისუფალი ქვეყნის მთავარ ქალაქში, განახლებული პროექტით, ბრუნდება!
GAUელები, ასობით სტუდენტთან ერთად, მთელი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქში, საერთაშორისო MUN კონფერენციაზე გაერთიანდებიან.
და ეს მხოლოდ დასაწყისია... რადგან კონფერენციის შემდგომ GAUელები, ძალიან შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ქალაქის, ნიუ-იორკის ტურზე გაემგზავრებიან!
ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა თქვენთვის!
შეხვდეთ ამერიკელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს, გაიფართოვოთ პროფესიული კავშირები მთელს მსოფლიოში, შეიძინოთ დიპლომატიისა და პოლიტიკის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
- კონფერენციის ჩატარების თარიღი: 6-12 ნოემბერი (2025)
მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 4100$ (GAU-ს სტუდენტები 3300$).
ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა და სავიზო მომსახურებისა:
- პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
- ცხოვრებას სასტუმროში 6 ღამის/7 დღე განმავლობაში;
- წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
- ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
- აეროპორტის ტრანსფერს;
- ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
- სავიზო მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურს;
თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;
GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა.
- რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/kpVVm
ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.
- რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/ukHNz
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 577592092, 598721171