დღეს GAU-ში სასიხარულო დღე იყო - აუდიტორიები ახალი სახეებით, ახალი GAUელებით შეივსო.
პირველკურსელებთან შეხვედრა GAU-ს პრეზიდენტმა, დეკანებმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გამართეს. ადმინისტრაციამ ოთხივე სკოლის სტუდენტებს საორიენტაციო ინფორმაცია მიაწოდა და წარმატებული წელი უსურვა.
დღესვე შედგა სტუდენტთა რეგისტრაცია.
მოგვიანებით კი მათ მშობლებს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და კანცლერი ნინო ტორონჯაძე შეხვდნენ.
ბიზნესის სკოლის სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრა ხვალ, 10 სექტემბერს, 18.30 საათზე გაიმართება.
GAU ახალ სასწავლო წელს ახალი ენერგიით 14 სექტემბერს იწყებს.