28 ნოემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია თემაზე"რატომ Apple?".
ლექციაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყო ხელმისაწვდომი და მიზნად ისახვდა იმ ადამიანების ინფორმირებას, ვისაც სურს თავად შექმნას მობილური აპლიკაციები ან უბრალოდ აინტერესებს როგორ იქმნება ისინი.