
GAU-ს კარიერის ცენტრმა სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა • Gepra -ს უმასპინძლა, მასტერკლასით - „ლიდერები და მათი Why?“.
შეხვედრის პირველი ნაწილი მოიცავდა ცნობილი ავტორისა და სამოტივაციო სპიკერის, საიმონ სინეკის TED გამოსვლის ჩვენებას
რის შემდეგაც სტუდენტებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ლიდერობის მნიშვნელობასა და პირად მოტივაციაზე — “Why”-ზე, რომელიც ყველა წარმატებული გადაწყვეტილების საფუძველია.
მასტერკლასს უძღვებოდნენ Gepra-ს მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები:
- ირაკლი ცხელიშვილი - დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ანუკი ცხოვრებაძე - უფროსი კონსულტანტი
ღონისძიების მეორე ნაწილში, Gepra-ს წარმომადგენლებმა, სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ, რომელიც ახალგაზრდა პროფესიონალებს რეალურ სამუშაო გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.