სიახლეები და ღონისძიებები

ვარშავის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი GAU-ში!

ვარშავის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი GAU-ში!

სამშაბათი, 30 ივლისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

25 ივლისს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ვარშავის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Wszechnica Polska University of Applied Sciences in Warsaw) პროფესორ მარეკ სმულცზიკს უმასპინძლა. პროფესორს ფსიქოლოგიის მიმართულებით საინტერესო გამოცდილება აქვს.  

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი უნივერსიტეტის პრეზიდენტს მისტერ რ. მაიკლ ქაუგილსა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს შეხვდა. ვიზიტის მთავარი მიზანი უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, გამოცდილებების გაზიარება, სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების მოძიება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო. ასევე, ვისაუბრეთ შესაძლო საერთო კვლევით პროექტებზე.  

ვარშავის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. აქვე, ვაანონსებთ, რომ გაცვლითი საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, გაუს ორი სტუდენტი ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტიდან სწორედ ამ უნივერსიტეტში გაატარებს მომავალ სემესტრს. საერთაშორისო ოფისი აქტიურად მუშაობს არსებული პარტნიორობის შენარჩუნებასა და გაღრმავებაზე, შედეგად კი მაქსუმალურად ბევრი შესაძლებლობის შექმნაზე ჩვენი სტუდენტებისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა