სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო კონკურსი

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო კონკურსი

ორშაბათი, 08 ივლისი, 2019

წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში პირველად ჩატარდა ახალგაზრდა ნატურალისტთა კონკურსი საქართველოს სკოლებს შორის. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეცნიერული აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. გვსურს მადლობა გადავუხადოთ კონკურსის თანაორგანიზატორს, 42-ე საჯარო სკოლას (ვეკუა), რომელიც საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი და კონკურსის წარმომადგენელია საქართველოში.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე გარდა იმისა, რომ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, ასევე ჟიურიმ შეარჩია 2019 წლის საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა კონკურსის მონაწილე საქართველოს გუნდის წევრები:

ნიკა ნიკურაძე და მარიამ ჯაფარიძე (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა), ზუკა დარჯანია (ნიუტონის თავისუფალი სკოლა), ლევან ლოლაშვილი, ნენე ჟვანია და სალომე მიქელაძე (აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა). გუნდს ხელმძღვანელობენ თომა რთველიშვილი და გიორგი ბახტაძე. 

შერჩეული კონკურსანტები აგვისტოში გაემგზავრებიან ქალაქ მინსკში, სადაც ისინი კონკურენციას გაუწევენ მსოფლიოს სხვა ქვეყნის მონაწილე გუნდებს!

GAU განაგრძობს ახალგაზრდა ნატურალისტთა კონკურსის აქტიურ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება საქართველოს ნაკრების სპონსორობასა და ნაკრების წევრების ბრენდირებული მაისურებით უზრუნველყოფაში.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს გუნდი ღირსეულად იასპარებზებს საერთაშორისო კონკურსში! თითოეულ მონაწილეს გისურვებთ წარმატებას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა