პროექტები

კვლევა

პროექტები

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პერსპექტივიდან

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პერსპექტივიდან

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

პროექტის ტიპი: სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2019-2021

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: Public Policy Research Institute (PPRI)

პროექტის აღწერა:

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ანალიზს. კვლევის შედეგები გათვლილია როგორც მომავალი კვლევების ინსპირირების, ისე საზოგადოებრივი ინფორმირებისა და პრევენციული დანიშნულების გათვალისწინებით. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი ხასიათის შეფასებებს და პერსპექტივებს ადამიანის უფლებათა დაცვის პერსპექტივიდან.

პროექტის შედეგად ქართველი პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო ელიტები შეეცდებიან სრულიად ახლებურად შეხედონ წარსულს და წარსულის გაკვეთილების გამოყენებით განსაზღვრონ აწმყოსა და მომავლის საჭიროებები. გაჩნდება პირველი პრეცედენტი აკადემიურ სივრცეში შეიქმნას ძლიერი კვლევითი აკადემიური პოტენციალი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ საქმიანობას საკვლევი მიმართულებით.

პროექტში ჩართულნი იქნებიან როგორც გამოცდილი მეცნიერები თუ მკვლევარები, ასევე ახალგაზრდა სწვლულები რომლებსაც გააჩნიათ თავიანთ სფეროში მოღვაწეობის მიმზიდველი გამოცდილება და მაღალი დონის კვალიფიკაცია.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა