პროექტები

კვლევა

პროექტები

დემოკრატიისა და ციფრული კომუნიკაციის შესწავლა

დემოკრატიისა და ციფრული კომუნიკაციის შესწავლა

პროექტის განმახორციელებელიEuropean Social Survey Georgia (ESS საქართველოში წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი)

პროექტის ტიპი: კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2021

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ფრიდრიხ ებერტის ფონდი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

სამართლის სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონკრეტულად კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი როგოც ექსკლუზიური პარტნიორი და ESS კვლევების განმახორციელებელი საქართველოში, მოცემული ეტაპისთვის ახორციელებს ESS  მე-10 რაუნდის პროექტს საქართველოს მასშტაბით “დემოკრატიისა და ციფრული კომუნიკაციის შესწავლა.“  მიმდინარეობს მზადება საველე კვლევების განხორცილების სამუშაოები. პროექტი უნდა დასრულდეს 2021 წლისათვის.

ევროპული სოციალური კვლევა (ESS) წარმოადგენს როგორც მეთოდოლოგიურად, ასევე თეორიულად ყველაზე სიღრმისეულ საერთაშორისო შედარებითი კვლევის პლატფორმას, რომელიც ხორციელდება ევროპის კვლევის ინფრასტრუქტურის კონსორციუმის (ERIC) ქოლგის ქვეშ. ევროკავშირის (ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის) მიერ ESS აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ძირითადი მონაცემთა წყარო, რომელიც შესაძლებლობას იძლევა  გაზომოს და შეიმეცნოს ევროპულ საზოგადოებებში გრძელვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, ასევე, ღირებულებათა ცვლა და მოქალაქეთა კულტურული მოდელები თუ პრაქტიკები. ევროკომისია რეგულარულად იყენებს მის მიერ ჩატარებულ კვლევის მონაცემებს ევროპაში სოციალური ფენომენების დაკვირვებისა და პრაქტიკული პოლიტიკების შემუშავების მიზნით.

კვლევის ძირითადი მიმართულებები:

  1. საზოგადოების ღირებულებები და იდეოლოგიური ორიენტაციები (მემარჯვენე/მემარცხენე ორიენტაცია, ლიბერტარიანულ-ავტორიტარული ორიენტაცია, ეკოლოგიური ღირებულებები და პრაქტიკები, ძირითადი ადამიანური ღირებულებები (შვარცის საზომი), დემოკრატიის მიმართ განწყობა, ნდობა ინსტიტუციებისა და ეკონომიკის მიმართ, პოტენციალი აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის, პოლიტიკური ორიენტაციები და არჩევნები; პერსონალური და სისტემური ეფექტურობა, რელიგიური ორიენტაციები და პრაქტიკები
  2. კულტურული/ეროვნული ღირებულებები და ორიენტაციები - მოქალაქეობა და ეროვნული იდენტობა; სტერეოტიპები ეთნიკური და მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ; განწყობები ევროკავშირის მიმართ; განწყობები მიგრაციის მიმართ
  3. სოციალური სტრუქტურები -  რესპონდენტებისა და ოჯახების დემოგრაფიული მახასიათებლები, განათლების ხარისხი, ეთნიკური წარმოშვება, დასაქმების სტატუსი და უმუშევრობის გამოცდილება, რესპოდენტების (და მათი მეუღლეების) პროფესია, ეკონომიკური პოზიცია და ოჯახების შემოსავალი, რესპოდენტების ჯანმრთელობის სტატუსის სუბიექტური შეფასება, სოციალური ნდობა და ქსელურობა, სიღარიბის სუბიექტური მაჩვენებლები, დანაშაულის გამოცდილება და შიში, მასმედიაზე წვდომა და მათი გამოყენება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა