სამეცნიერო ვიზიტები და კონფერენციები

კვლევა

სამეცნიერო ვიზიტები და კონფერენციები

კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის ფარგლებში მოეწყო:

პანელური დისკუსია - სოციალური უფლებები თანამედროვე ეპოქაში

2020 წლის 10 დეკემბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლამ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას - სოციალური უფლებები თანამედროვე ეპოქაში.

პანელური დისკუსია ეხებოდა ნეოლიბერალური წესრიგის მიერ ნაწარმოებ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებს, რამაც ხელი შეუწყო უთანასწორობის ზრდასა და კეთილდღეობის ვარდნას. თავის მხრივ ამ პროცესებმა, მარგინალიზაცია მოახდინა სოციალური უფლებების იდეისა და კულტურის. პანელურ დისკუსიაზე ამ თემატიკის კრიტიკული განხილვა შედგა როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პერსპექტივიდან.

პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა პროფ. ზაზა რუხაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი. ხოლო მოხსენებებით კი წარსდგენ, ბაქარ ბერეკაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი,  ტატო ხუნდაძე, პოლიტიკური ეკონომიის ლექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და გია ლილუაშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.


პანელური დისკუსია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - 2019 წლის სექტემბერი

2019 წლის 30 სექტემბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლაში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - დემოკრატია და საზოგადოება კრიზისის ეპოქაში: ახალი დემოკრატიის გამოწვევები

პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა ზაზა რუხაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი. პანელური დისკუსიის მომხსენებლები კი იყვნენ: ბაქარ ბერეკაშვილი - პოლიტიკურ მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტიშოთა თხელიძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, პირველი არხის ანალიტიკოსიგური სულთანიშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი

ბაქარ ბერეკაშვილის ეხებოდა დემოკრატიის კრიზისს პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ამ კრიზისის გამოწვევ სოციალურ, კულტურულ თუ ისტორიულ-ანთროპოლოგიურ ფაქტორებზე. აგრეთვე, ბაქარ ბერეკაშვილმა ისაუბრა დემოკრატიის კრიზისის იმ „ნაციონალურ მოდელებზე“, რომლებიც  პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოჩინდა.

შოთა თხელიძის მოხსენება შეეხო ლიბერალური დემოკრატიის კრიზისს აღმოსავლეთ ევროპაში, რამაც გამოიწვია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის დიქოტომიის გაჩენა. გური სულთანიშვილმა კი ისაუბრა ლიბერალური კლასის კრიზისზე საქართველოში და მის გავლენაზე დემოკრატიის იდეასთან. ასევე, მან ისაუბრა იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რაც თან ახლავს ლიბერალიზმის კრიზისს ახალ ქართულ დემოკრატიაში.


პროფ. გორან თერბორნის ვიზიტი გაუში - 2019 წლის ივნისი

2019 წლის 10 ივნისს, 17:00 საათზე, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, გორან თერბორნის საჯარო ლექცია თემაზე „ძალაუფლებისქალაქები, უთანასწორობის ქალაქები“.

პროფ. თერბორნი არის მარქსისტული ორიენტაციის სოციოლოგი, რომელსაც ეკუთვნის უაღრესად საინტერესო ნაშრომები კლასის, ძალაუფლების, იდეოლოგიისა და უთანასწორობის თემატიკებზე.

საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა ბაქარ ბერეკაშვილი, პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

საჯარო ლექცია გაიმართა როზა ლუქსემბურგის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.


პანელური დისკუსია ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში “პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია საქართველოში - პროცესი, შედეგები და გამოწვევები” – 2018 წლის სექტემბერი

2018 წლის 25 სექტემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლაში გაიმათა პანელური დისკუსია სადაც მომხესენებლებმა: ზაზა შათირიშვილმა, ბაქარ ბერეკაშვილმა და გიორგი ღვინჯილიამ ისაუბრეს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტებზე.


პროფ. შტეფან რინდლისბახერის ვიზიტი გაუში - 2017 წლის ნოემბერი

2017 წლის 28 ნოემბერს, ბერნის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფ. შტეფან რინდლისბახერმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „შვეიცარიის პოლიტიკური სისტემა“.


პროფ. გერ დოიზინგსის ვიზიტი გაუში - 2017 წლის მაისი

2017 წლის 25 მაისს, რეგენსბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორიმა, გერ დოიზინგსმა ვიზიტი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში გამართა მისი წიგნის Engaged Urbanism პრეზენტაცია.


პროფ. პეტრ ოცელიკის ვიზიტი გაუში - 2017 წლის მაისი

2017 წლის 2-6 მაისს, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის მოწვევით გაუ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტის პროფესორი პეტრ ოცელიკი. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოცელიკი შეხვდა  სკოლის დეკანს და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ ზაზა რუხაძეს, შეხევედრაზე განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ოცელიკმა წაიკთხა საჯარო მოხსენება გაუს სტუდენტებისათვის თემაზე „კლიმატური ცვლილების პოლიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, რა დროსაც მომხსენებელმა ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში კლიმატური ცვლილების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ, როგორც პოლიტიკურ ასევე სოციალურ კონტექსტებში. ლექციაზე ასევე განხილულ იქნა ენერგოპოლიტიკის გამოწვევები ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითზე.


პროფ. რობერტ ვეიდის ვიზიტი გაუში - 2016 წლის აპრილი

2016 წლის 26 აპრილს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის (LSE) პოლიტეკონომიის პროფესორმა რობერტ ვეიდმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციასთემაზე: ჩინეთი და ტრიპოლარული მსოფლიოს პერსპექტივები.

ლექცია ეხებოდა ჩინეთის მზარდ ძალას ევრაზიის კონტინენტზე, რომლის საშუალებითაც იგი ცდილობს ტრიპოლარული საერთაშორისო წესრიგის შექმნას. დასავლურ აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე და მისი როგორც მესამე პოლიტიკური პოლუსის გაძლიერებაზე. ჩინეთმა დაამტკიცა, რომ მისი ეკონომიკური სისტემა მდგრადია და ეფექტურად უმკლავდება გლობალურ კრიზისებს, მაშინ როცა ევროკავშირის სახელმწიფოები და რუსეთი კვლავ განიცდიან ურთულეს ეკონომიკურ ფლუქტუაციებს.


პროფ. რადოსლავ მარკოვსკის ვიზიტი გაუში - 2016 წლის აპრილი

2016 წლის 1 აპრილიდან 15 აპრილამდე, ვარშავის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა რადოსლავ მარკოვსკიმ ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაატარა ლექციათა ციკლი თემაზე „დემოკრატიული გარდაქმნები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“.პროფესორ მარკოვსკის ლექციათა ციკლში მონაწილეობა მიიღეს ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მკვლევარებმა. ასევე, ლექციათა ციკლში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. სულ ჩატარდა 5 ლექცია, რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

  • ტრანზიციის თეორიები: კლასიკა და სიახლეები
  • დემოკრატიის კონსოლიდაცია: თანმიმდევრობა და ინდიკატორები
  • დემოკრატიის ხარისხი და პოლიტიკური რეპრეზენტაცია
  • დემოკრატიის ევროპული ხედვები და შეფასებები: აღმოსავლეთ-დასავლეთის განსხვავებანი
  • დემოკრატიის კრიზისი/პრობლემები უნგრეთსა და პოლონეთში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა