დაფინანსების წყაროები

კვლევა

დაფინანსების წყაროები

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სამეცნიერო, კვლევითი, ინოვაციური ან სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისათვის დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს შიდა ან/და გარე დაფინანსება. 

უნივერსიტეტის შიდა დაფინანსების სახეებია:

1. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის შესაბამისი სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

აღნიშნული დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა სკოლის დეკანის სახელზე უნდა წარადგინოს საპროექტო განაცხადი.

2. შიდა საგრანტო დაფინანსება, რომელიც წარმოადგენს კვლევითი და ინოვაციური  საქმიანობისთვის გამოყოფილ შიდა საუნივერსიტეტო რესურს. 

აღნიშნული დაფინანსების მოპოვება ხორციელდება საკონკურსო წესით. შიდა საგრანტო კონკურსის და გრანტის მოპოვების პირობები განისაზღვრება „საგრანტო განაცხადის წარდგენის და განხილვის წესის“ შესაბამისად. 

კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირმა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის სახელზე უნდა წარადგინოს საგრანტო განაცხადი. საკონკურსო საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სახელით შესაძლებელია საგრანტო პროექტის წარდგენა გარე დაფინანსებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონორთან (ფონდები, კომერციული ორგანიზაციები, საელჩოებით, სხვა). 

ამისთვის საჭიროა საგრანტო განაცხადი წარმოდგენილი იქნას უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის სახელზე კონკურსით განსაზღვრული ვადის დადგომამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

იხილეთ ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მცირე ნაწილის ჩამონათვალი:


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა