პროექტები

კვლევა

პროექტები

კონკრეტული და აბსტრაქტული ცნებები და მათი ზეგავლენა ტვინის პლასტიურობაზე

კონკრეტული და აბსტრაქტული ცნებები და მათი ზეგავლენა ტვინის პლასტიურობაზე

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

პროექტის ტიპი: კვლევითი და საგანმანათლებლო

პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

ფსიქოლინგვისტიკაში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტვინის პლასტიურობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მისი აღმასრულებელი კონტროლი. ნეიროპლასტიურობა თანამედროვე სამყაროში გულისხმობს, რომ ტვინს ცვლილების, რეგენერაციის და გარემოსადმი მორგების უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ტვინი მუდმივად ქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს, რის შედეგადაც მისი კოგნიტიურ-შემეცნებითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება.

ფსიქოლინგვისტურ-ნეიროლონგვისტური პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა განიხილავს მოსაზრებას, რომ კონკრეტული და აბსტრაქტული ცნებების მუდმივი გაგება, აღქმა და ინტერპრეტაცია ტვინის ნეიროპლასტიურობის განვითარების ერთერთი ეფექტური ხერხია. ხოლო ამ ცნებების ერთი ენიდან მეორეში სისტემატური გადატანა ორენოვნების (bilingualism) და მრავალენოვნების (multilingualism) განვითარების მთავარი წინაპირობაა.

მოცემული თემა ქართული და ინგლისური ენის მაგალითებს და მათ ურთიერთმიმართებას განიხილავს.

კონრეტულ და აბსტრაქტულ ცნებებს შორის მკაფიო ზღვრის გავლება ძნელია, რადგან კონკრეტული ცნებები ხშირად აბსტრაქციას განიცდიან გარემოდან და კონტექსტიდან გამომდინარე. აბსტრაქტული ცნებების აღქმა კი ცვალებადობს სიცოცხლის მანძილზე და ხშირად რთულდება. ეს კი აღმასრულებელი კონტროლის და ნეიროპლასტიურობის მაღალ საფეხურზე აყვანის ეფექტური საშუალებაა.

პროექტი ძირითადად ქართულ-ინგლისური ორენოვანი კორპუსის კვლევებს ეყრდნობა, თუმცა სხვა ენების მაგალითებსაც იმოწმებს მრავალენოვნების (multilingualism) განსახილველად.

კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა