პროექტები

კვლევა

პროექტები

ერგატიულობა და ერგატიული სინტაქსური სტრუქტურები

ერგატიულობა და ერგატიული სინტაქსური სტრუქტურები

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

პროექტის ტიპი: კვლევითი და საგანმანათლებლო

პროექტის განხორციელების თარიღი: 2020-2021

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

პროექტი მიეკუთვნება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განხორციელებულ ერთ-ერთ ქართულ-ინგლისურ შეპირისპირებით კვლევას. ის მნიშვნელოვანია სინტაქსური ტიპოლოგიის, კოგნიტიური ლინგვისტიკის, ფსიქოლინგვისტიკის და ნეიროლინგვისტიკის განვითარბისთვის.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ენები მიეკუთვნება ან ერგატიული ან არა-ერგატიული ენების ტიპებს.  ერგატიული და არა-ერგატიული ენების შეპირისპირებითი კვლევები მრავალ მნიშვნელოვან ენათმეცნიერულ და კოგნიტიურ ფაქტებს აფიქსირებს. ეს კი ენების ევოლუციის, ენების შესწავლის, სამყაროს კოგნიტიური აღქმის და ფსიქოლინგვისტურ-ნეიროლინგვისტური ანალიზის სამომავლო კვლევების საფუძველს ქმნის.

ერგატიული სტრუქტურები ინდო-ევროპული ენებისთვის ნაკლებად  დამახასიათებელია, სამაგიეროდ ისინი იბერიულ - კავკასიურ ენებში უხვადაა და მათ ერთგვარ ტიპოლოგიურ-კოგნიტიურ თავისებურებასაც წარმოადგენს. ამ სტრუქტურების ქართველური ენებიდან ინდო-ევროპულ ენებში, და ამ შემთხვევაში ინგლისურში, ტრანსპოზიცია მათში მოაზრებული სრული კომპლექსური შინაარსის დაკარგვის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

თემა განიხილავს ერგატიულობის ფენომენს, და მის მახასიათებლებს ქართველურ ენებში. ის ადგენს, რომ ერგატიულ სტრუქტურებს ამ ენებში ინტენციურობის, მოქმედი სუბიექტის განზრახულობის და ნებელობის დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რაც ინგლისურში გადატანისას იკარგება და დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებს სინტაქსური სტრუქტურების საშუალებით.

სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს კოგნიტიური ლინგვისტიკისთვის საინტერესო საკვლევ ფენომენს და ქართული ენის შემსწავლელთათვის ერთერთ სირთულეს.

კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა