პროექტები

კვლევა

პროექტები

ძალაუფლების გამომხატველი მეტაფორა და სიმილი ლიტერატურულ ნაწარმოებში

ძალაუფლების გამომხატველი მეტაფორა და სიმილი ლიტერატურულ ნაწარმოებში

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

პროექტის ტიპი: კვლევით და საგანმანათლებლო

პროექტის განხორციელების თარიღი: 2021-2023

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა:

წარმოდგენილი პროექტი განიხილავს ძალაუფლების გამომხატველ მეტაფორას და სიმილის ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ის ასევე აანალიზებს თუ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა მეტაფორამ და სიმილიმ დროის განმავლობაში ძალაუფლების გამომხატველი ლინგვისტური ერთეულების და ცნებების გამოყენების ასპექტში.

როგორც ცნობილია, მეტაფორა და სიმილი აზროვნების ვერბალური გამოხატვის ყველაზე ეფექტურ ლინგვისტურ საშუალებებს წარმოადგენენ. ისინი საზოგადოების ისტორიული და კულტურული მეხსიერების სარკისებრი ანარეკლებია. ამიტომ წარმოადგენენ არა მხოლოდ ლინგვისტიკის, არამედ სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის სფეროსაც.

ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ლიტერატურაში ყველაზე ხშირად ძალაუფლება სამი ძირითადი კომპონენტის საშუალებით გამოიხატება. ესენია: ცოდნა, სიმდიდრე და ფიზიკური ძალა.

კვლევამ ასევე გამოავლინა, თუ როგორ განიცადეს ცვლილებები ამ კომპონენტებმა დროის მანძილზე და გარდაიქმნენ უფრო თანამედროვე კომპონენტებად, რომლებიც ასახავენ ინფორმაციასთან წვდომას, გადაწყვეტილების მიღებას და ფიზიკურ ქარიზმას. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ცოდნის ძალაუფლება ინფორმაციასთან წვდომის ძალაუფლებად გარდაიქმნა, სიმდიდირით მოპოვებული ძალაუფლება გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება გახდა, ხოლო ფიზიკური ძალა ქარიზმამ ჩაანაცვლა.

ამ მეტაფორების კვლევამ გამოავლინა საზოგადოებებში ფასეულობათა გადაფასების და ღირებულებათა ტრანსფორმაციის ტრაექტორია საუკუნეების მანძილზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა ეპოქის ფუნდამენტური ქართულ და ინგლისურენოვანი ლიტერატურული ნაწარმოების კვლევის საფუძველზე განხორციელდა. კვლევამ ცხადი გახადა, რომ ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ძალაუფლების მეტაფორული აღქმა დაიხვეწა და ტრანსფორმაცია განიცადა. ლიტერატურულმა ძეგლებმა კი ეს ტრანსფორმაცია ნათლად ასახეს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა თუ რამდენად განზოგადებადი შეიძლება იყოს დასკვნები და შესაძლო გამონაკლისების შემთხვევებს აფიქსირებს.

პროექტის შედეგები წარდგენილი იქნება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა