ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა (GE)

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა (GE)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და შრომის ბაზრის ტენდენციებს. ამ მიზნის მისაღწევად, პროგრამით გათვალისწინებულია ბაკალავრების აღჭურვა სიღრმისეული თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, როგორც პროგრამირების, ასევე ავტომატიზაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვის მიმართულებით, შესაბამისად პროგრამის მიზანია:

  1. შეასწავლოს სტუდენტს ინფორმატიკის ფართო სფერო, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, პროგრამული უზრუნველყოფისა და ვებ-აპლიკაციების შექმნას,განვითარებასა და ანალიზს; კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, ინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების პრინციპების გააზრებას როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით;
  2. შეასწავლოს სტუდენტს დაპროგრამების ძირითადი მეთოდები და ტექნოლოგიები, რათა შეძლოს ამ მეთოდების ფართო გამოყენება ინტერდისციპლინარულ გარემოში;
  3. შეასწავლოს IT პროექტების შექმნა და მართვა, პროექტზე ან მის ნაწილზე მუშაობის (დაგეგმვა, განხორციელება, დანერგვა და სხვა) მეთოდოლოგია, წესები და პირობები;
  4. გამოუმუშავოს პროფესიული ეთიკა და პროფესიული გამბედაობა და მის ფარგლებში მოქმედების უნარი, როგორც აკადემიურ ისე პროფესიულ გარემოში.

 ინფორმატიკის პროგრამის კურსდამთარებულს შეუძლია იმუშაოს შემდეგ პოზიციებზე:

  • დაბალი და საშუალო დონის პროგრამისტი,
  • ვებ დეველოპერი,
  • სისტემის ადმინისტრატორი,
  • მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი,
  • პროგრამისტ–მენეჯერი,
  • ბინეს ანალიტიკოსი,
  • IT და MIS პროექტების მენეჯერი, და სხვა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში: ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე  მობილობის  წესით  ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა  სხვა  ქვეყნის  აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. კვალიფიკაციის მისაღებად, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის   ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს - 240 კრედიტი, რომელიც შეადგენს  პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კომპონენტებისა და თავისუფალი კომპონენტების კრედიტების ჯამს.

სასწავლო კომპონენტები  წარმოდგენილია 240 კრედიტის მოცულობით, მათ შორის: 

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო კომპონენტები - 134 კრედიტი;
  • ძირითადი სწავლის სფეროს  არჩევითი კომპონენტები - 52 კრედიტი;
  • თავისუფალი კომპონენტები - 28 კრედიტი;
  • საბაკალავრო ნაშრომი  - 26 კრედიტი.

პროგრამაში გათვალისწინებულია პრაქტიკული პროექტი სპეციალობაში.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 72 კრედიტისა.

პროგრამა ითვალისწინებს 12 თავისუფალ კრედიტს, რომლის დაგროვებაც არჩევითი კურსებისთვის განკუთვნილი კრედიტების ფარგლებში, სტუდენტს შეუძლია როგორც წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, ისე ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის№3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.

სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას - 100 ქულას.

შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების  ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო, საშინაო დავალება და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.

შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში. 

შეფასების თითოეულ ფორმას აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური შეფასებისთვის მინიმუმ 25 ქულა, დასკვნითი შეფასებისთვის მინიმუმ 16 ქულა. 

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში. 

პროგრამის სასწავლო კომპონენტის შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (GPA). 

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.

სწავლის საფასური - 2026-2027 სასწავლო წელი

GAU-ს ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის წლიური საფასურია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.


დაფინანსება

 1. TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება:

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

გრანტის მისაღებად საჭიროა:

  • მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  • მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით: 

GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება

იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ: 

  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მ. შ. რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, (მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხას აკლდება 50% რეიტინგის ფასდაკლება და აკლდება დარჩენილი თანხის 20% - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლება);
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითადი საგნების კრედიტებზე დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნების კრედიტებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი საგნის კრედიტზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის კრედიტზე დარიცხული გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის კრედიტის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (319)
tamarchelidze@gau.edu.ge
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 557 579 122
(+995 32) 220 65 20 (324)
ninopipia@gau.edu.ge

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი იძენს ინფორმატიკის საფუძლვების შესახებ საბაზისო ცოდნას, სწავლობს ინფორმაციის სახეებს, ინფორმაციის კომპიუტერში წარ¬მოდ¬გენის წარმოდგენის ძირითად პრინციპებს.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყრდნობილი გრაფიული პროგრამის Photoshop-ის  ფუნქციონალური შესაძლებლობები web დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და გრაფიკული რედაქტირებისათვის

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს HTML, CSS ტექნოლოგიებს. იძენს ვებ გვერდის დიზაინის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - ვებ გვერდის დიზაინის შემუშავება, ვებ და მულტიმედიური პროექტისათვის გრაფიკული ელემენტების, ვექტორული ობიექტებისა და  ეფექტების გამოყენების აუცილებლობა, განწყობის დაფა ვებ დიზაინში და  მობილური აპლიკაციისთვის.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს JavaScript, jQuery ტექნოლოგიებს. იძენს თანამედროვე ვებ გვერდის დიზაინის მართვისთვის საჭირო ცოდნას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლები, დაპროგრამების საფუძვლები, ალგორითმიკა და მონაცემთა სტრუქტურები. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების შესწავლა. C++ პროგრამირების ენის ათვისება, ენის ძირითადი კონსტრუქციების და ოპერატორების გაცნობა, ასევე კომპიუტერზე პროგრამული მოდულების გამართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს ანიმაციური დიზაინის საფუძვლები, მხატვრული ანიმაციის საფუძვლები. ანიმაციური ფაილის ფორმატები. რასტრული და ვექტორული ანიმაცის თავისებურებანი, ვებ გვერდის კონსტრუირება რასტრული და ვექტორული გრაფიკის შესაძლებლობების გამოყენება საპრეზენტაციო და ვებ დიზაინში,   ოპტიმიზაციის პარამეტრები.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყრდნობილი გრაფიული პროგრამის Adobe InDesign-ის  შესაძლებლობები, ფუნქციონალური შესაძლებლობები ბეჭდვითი და ციფრული დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და მაკეტის მომაზდებისთვის.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს PHP-MySQL ტექნოლოგიებს. იძენს დინამიური, ფუნციო-ნალური ვებ საიტის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია მულტიმედიური სისტემების და აპარატული საშუალებების გამოყენების შესწავლა. ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიების გამოყენება მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში, სხვადასხვა ფიზიკური და საინჟინრო პროცესების მოდელირებაში, შემოქმედებით საქმიანობაში, კომერციულ, სარეკლამო, და მედია სფეროში.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენა Java-ს და გამოიმუშავებს მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. სწავლობს პროგრამირების ენა Java-ს ძირითად პრინციპებს და თავისებურებებს.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია ინტერდისციპლინური პროექტის - მულტიმედიური პროექტის შექმნის ტექნოლოგიების შესწავლა, მოძრავი გრაფიკისა და სარეკლამო რგოლების შექმნის  პროფესიულ დონეზე დაუფლება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს 3D MAX სისტემაში მოდელირების, ვიზუალიზების და ანიმაციის დანიშნულება და გამოყენება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს მონაცემების ასინქრონულად დამუშავების ტექნოლოგიებს, იყენებს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპებს, ეუფლება ვებ აპლიკაციების აგების უნარებს Framework-ის გარემოში. იძენს დინამიური, ფუნციონალური ვებ საიტის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ინფორმაციის დაცვის მეთოდებს, პრინციპებს, სისტემებსა და ალგორითმებს. სტუდენტმა შეძლოს ამოცანის დასმა და გაანალიზება, ასევე დაცვის მეთოდის მორგება, ანუ რომელი მეთოდი იქნება მისაღები და ხელსაყრელი კონკრეტული ამოცანისათვის. იგი შეისწავლის, როგორ უნდა მოახდინოს ნებისმიერი სახის ინფორმაციის კოდირება და შემდგომ დეკოდირება, ასევე დაშიფვრა და შემდგომ გაშიფვრა (დეშიფრაცია). შეისწავლის კრიპტოგრაფიას. ასევე შეძლებს ინფორმაციის დაცვას გარეშე ზემოქმედებისაგან, გარე არხებისაგან, ლოკალური და გლობალური დამახინჯებისაგან.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი იძენს მობილური აპლიკაციების აგებისთვის საჭირო უნარებს Android ოპერაციული სისტემისთვის. სწავლობს მობილური აპლიკაციის აგების ძირითად პრინციპებს Android Studio-ს გარემოში, პროგრამირების ენა Java-ს გამო-ყენე¬ბით.

კურსის გავლის შედეგად სტუდენტს ეცოდინება დარგობრივი და ინტერდისციპლინალური მულტიმედიური პროექტების შექმნის და მართვის საფუძვლები,  მულტიმედიის დაპროექტების და მართვის კომპლექსური საკითხები.

პერსონალური კომპი¬უტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა; პერსონალური კომპი-უტერის აპარატურული ნაწილებისა და პერი¬ფერიული მოწ¬ყობილობების მუშაობის პრინ¬¬¬ციპები;  კომ-პიუტერის მოწყობილობებს შორის მონაცემების გადაცემის გზე¬ბი და საშუალებები; პერსონალური კომპიუ¬ტე¬რის ლოგიკური მუშაობის პრინ¬ციპები; ოპერაციული სისტემების საერთო საფუძვლები. მათი  დანიშნულება და ფუნქციები; ოპერაციული სისტემების კლასიფიკაცია, მოთხოვნები ოპერაციული სისტემებისადმი; ოპერაციული სისტემების  არქიტექტურა, პროცესები და ნაკადები, მეხსიერების მართვა, ფაილური სისტემები, ოპერაციული სისტემის ინტერფეისი; მულტიმედიური და  მრავალპროცესორული სისტემები; ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების  საკითხები.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენა Java-ს, გამოიმუშავებს მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. სწავლობს Java-ს პლატფორმაზე ვიზუალური ფორმების საშუალებით აპლიკაციების აგებას, მონაცემთა ბაზაში მონა¬ცემების დამუშავებას Java-ს საშუალებით.


სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება პერსონალური კომპიუტერის ნა¬წილებს და მათი მუშაობის პრინციპებს. სწავლობს კომპიუტერის მუშაობის ლოგიკურ საფუძვლებს. ეცნობა კომპიუტერში მონაცემების წარმოდგენის და დამუშავების სხვადასხვა მეთოდებს.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - Flash ტექნოლოგიების დანიშნულება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - Flash ტექნოლოგიების დანიშნულება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია  შეასწავლოს სტუდენტებს ელექტრონული ბიბლიოთეკების, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების, სასწავლო პორტალების, დისტანციური სწავლების საშუალებების დაპროექტების პრინციპები და გამოყენება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა