11 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული მეცადინეობა გაიმართა. სახანძრო-სამაშველო საკითხების თეორიული განხილვის შემდეგ, ჩაირთო სასწავლო განგაში და გაკეთდა სიმულაცია - როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის დროს.
ტრენინგების მიზანია დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების, წესებისა და პროცედურების შესახებ და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.