#წინდამინდა

ოთხშაბათი, 21 მარტი, 2018

აჩვენე კალენდარზე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

,,ჭრელი წინდები “-ს კამპანიაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აქტიურად არის ჩართული. GAU-ში კამპანიის ფარგლებში გაიმართა ფოტოგადაღება და რაც მთავარია GAU-მ შეიძინა ჭრელი წინდები. შემოსული თანხა გადაირიცხა "გიგოს ფონდის" ანგარიშზე. ფონდის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობა.

წელს მსოფლიო ერთიანდება გზავნილით ,,რას ვმატებ საზოგადოებას”. ამ დღის აღსანიშნავად სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში გაიმართა კონფერენცია, სადაც მხარდამჭერი კომპანიები, მერიის წარმომადგენლები და ამ თემაზე მომუშავე პირები იმყოფებოდნენ. კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შშმ პირთა დასაქმება. ასევე თუ რა პრობლემებს აწყდება საზოგადოების დიდი ნაწილი და რა სტერეოტიპებია შექმნილი. ხაზი გაესვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას ქვეყანაში. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, განხილული იქნა სამომავლო გეგმები და პროექტები. 

ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

#GAUზიარე
#წინდამინდა
#უთვალავიჭრელიწინდა

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა