![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/7d5/cb5/978/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივით და ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 24 თებერვალს (2019), ტექნოპარკში გაიმართა ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი. სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ორი კვირის განმავლობაში იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს ქეისზე, რომელიც ეხებოდა ტიტანების ბრძოლას - Walmart Vs. Amazon და სწორედ ფინალურ ღონისძიებაზე წარადგინეს თავიანთი გადაწყვეტილებები. სპეციალურად ფინალისთვის მოწვეულმა ჟიურის წევრებმა მოირგეს Walmart-ის მმართველი საბჭოს წევრების პოზიცია და ღონისძიების დასასრულს გამოავლინეს გამარჯვებული.
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი და ასევე, ჯილდო გულშემატკივართა საუკეთესო გუნდისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომაგენლები. ღონისძიება დასრულდა დაჯილდოვების ცერემონიითა და საზეიმო ტორტის გაჭრით.